Tuesday, June 27, 2017

ნიკოლოზ ბარათაშვილი "მერანი"



გაკვეთილის მთავარი თემა
ნიკოლოზ ბარათაშვილი“მერანი“
სწავლების საფეხური
საშუალო
მოსწავლთა პროფილი
10 მოსწავლე.სსსმ მოსწავლე არ მყავს.
გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა
მოსწავლეები გაანალიზებენ იმას, რომ ანტიკური პერიოდიდან დღემდე სწრაფვა თავისუფლებისაკენ განუზომლად მნიშვნელოვანია.ეს არის ამბოხი ადამიანის სულისა ,რომელიც ეკვეთება თავის ბედისწერას იმ იმედით,რომ მისი ბრძოლა შემდეგში მოძმეს სავალ გზას გაუადვილებს.
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
მოსწავლეებმა  შეძლონ პოეტის სათქმელის ამოცნობა.მისი პოზიციის განსაზღვრა,განზოგადება იმისა,რომ მიუხედავად ეპოქისა ადამიანი შეურიგებელია თავის ბედისწერასთან,თავისუფალი და თავგანწირულია.
ესგ-სთან შესაბამისობა-მოსწავლემ შეძლოს ტექსტში ასახული სხვადასხვა ფასეულობისა და შეხედულების ერთმანეთთან შედარება,ნაწარმოების მხატვრული ანალიზი და განხილვა,თავისი სამოქალაქო პოზიციის გამოხატვა მოცემულ საკითხთან მიმართებაში.
წინასწარი ცოდნა
მოსწავლეებს შესწავლილი აქვთ პოეტის ბიოგრაფია და რამდენიმე ლექსი,შეუძლიათ მათი შეფასება-გაანალიზება.
შეფასების საგნები და პროცედურები
მოსწავლეები შეფასდებიან წინასწარ შემუშავებული რუბრიკით.
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსი
დაფა,ცარცი,ბარათები,კომპიუტერი.პროექტორი,მარკერი,სახელმძღვანელო.
გაკვეთილის მსვლელობა /საკლასო მენეჯმენტი
საორგანიზაციო საკითხები - 2 წთ.
A-ფაზა
აქტივობა 1-გონებრივი იერიშით მასწავლებელი ეცნობა დავალების შესრულების ხარისხს.
აქტივობა 2-დაფაზე დადებს
სურათს რაშზე ამხედრებული მხედრისა.მოსწავლეების დახმარებით იაზრებენ მის შინაარსობლივ დატვირთვას.
აქტივობა 3-ახალი მასალის სიღრმისეულად გასააზრებლად მასწავლებელი ატარებს მინი ლექციას,ესაუბრება მოსწავლეებს იმ საკითხებზე,რომლებსაც უნებურად გვერდი აუარეს ან ვერ ჩაწვდნენ.
აქტივობა 4-მასწავლებელი ბარათების გამოყენებით ყოფს მოსწავლეებს ორ ჯგუფად,დაურიგებს ბარათებს,რომელზეც დაწერილი იქნება ადამ მიცკევიჩის “ფარისი-”ისა ერთის მხრივ და “მერანი”-ს ფრაგმენტები მერე ნხრივ.თხოვს მათ,მოძებნონ მსგავსება - განსხვავება მათ შორის.
აქტივობა5-მოსწავლეები აკეთებენ პრეზენტაციას.
აქტივობა 6-მასწავლებელი ასმენინებს მოსწავლეებს ჯინორიას მიერ წაკითხულ მერანს.

c-ფაზა-შეფასება. პასუების შესაბამისად მასწავლებელი გაკვეთილის მსვლელობისას მოსწავლეებს აძლევს განმავითარებელ შეფასებას.გაკვეთილის ბოლოს აძლევს საშინაო დავალებას და 3-4 მოსწავლეს აფასებს შეფასების რუბრიკების მიხედვი.

No comments:

Post a Comment